1.
პროექტის სახელწოდება: მცენარის
თესლი
2.
პროექტის მთავარი იდეა: რისთვის სჭირდება თესლი მცენარეს.
3.
პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები იმსჯელებენ რისთვის
იყენებს მცენარის თესლს ადამიანი, წელიწადის რომელ დროს თესავენ : ხორბალს, სიმინდს, მზესუმზირას და ა.შ. პროექტის ფარგლებში
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ მცენარის აღმოცენების და ზრდის პროცესს.
4.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მსჯელობა,
მცენარეთა გამრავლების კერძოდ, თესლით გამრავლების შესახებ;
დაკვირვების დღიურის წარმოება;
გამოიმუშაონ დროის მიზნობრივად გამოყენების უნარი.
5.
მონაწილეთა ასაკი:
დაწყებითი საფეხური/მე-2 კლასი
6.
ვადები/ ხანგრძლივობა: ორი კვირა.
7.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ბუნ.II. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა ,როგორც ცოცხალის
თვისება;
მოსწავლე ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ.
წყალი, საკვები, გარემო.) გამოსავლენად სვამს კითხვებს;
მოიპოვებს მასალას
ზრდის პროცესის საილუსტრაციოდ;
აკვირდება და აღწერს
მცენარეების ზრდის პროცესს( მაგ. ხორბლის აღმოცენების სიმაღლის მატება) წერილობით აღრიცხავს
მონაცემებს.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,
თაბახის ფურცლები, კალამი. მცენარის თესლები: მზესუმზირის, ლობიოს, სიმინდის, ბარდის.
ხის ჩხირები,პლასტიკატის ქილები, მშრალი მიწა, წყალი.
9.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):კლასს ვყოფ მცირე ჯგუფებად , თითოეულ ჯგუფს ვურიგებ პლასტიკატის
პატარა ქილებს, ხის ჩხირებს, თესლს(ერთ ჯგუფს
მხოლოდ ერთი სახის თესლს) მომზადებული მაქვს
მიწა რომელსაც ჯგუფებს ვუნაწილებ, ბავშვები ქილებს აავსებენ მიწით და ჩათესავენ თესლს.
მოსწავლეებს კითხვა- პასუხით მივიყვან იმ აზრამდე რომ თესლს განვითარებისათვის
სჭირდება სინესტე . მოსწავლეებს ვთხოვ პატარა ფურცლებზე ჩამოწერონ ჯგუფის წევრების გვარ-სახელები და იქვე მიუნიშნონ , თუ რა დათესეს
და როდის. მოსწავლეებმა ეს ფურცლები უნდა დააკრან ქილებს. მოსწავლეები ქილებს მოათავსებენ
ფანჯრის რაფაზე ერთ ქილას მოვათავსებინებ სიბნელეში.
შემდეგ დღეებში მოსწავლეები პერიოდულად ამოწმებენ
და აკვირდებიან თავიანთ ნათესებს (აწარმოებენ დაკვირვების დღიურს) . გარკვეული დროის შემდეგ როცა მცენარეები კარგად აღმოცენდება , შეადარებენ
სიბნელეში მყოფ ქილას სინათლეში მყოფ ქილებზე
და აღმოაჩენენ განსხვავებას: სიბნელეში მყოფი მცენარე აღმოცენდება მაგრამ ის
შედარებით უსუსურია ფერიც არ აქვს ისეთი მწვანე
როგორც სინათლეში მყოფ მცენარეებს. მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ მცენარეებს
ზრდა- განვითარებისათვის წყლის გარდა მზე და სინათლეც სჭირდება.
10.
პროექტის ხელმძვანელი (მასწავლებელი): იზა მანაგაძე
11.
ხელმძღვანელის ელ.ფოსთა:izamanagadze56@gmail.com
12.
პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი: izamanagadze bloqsspot.com
No comments:
Post a Comment